რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი წლის პოლიტიკოსად დაასახელეს.
ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო მოსკვი" ავრცელებს.
რადიოსაგურის ინფორმაციით, გამოკითხვა სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კველევის ცენტრმა ჩაატარა.
რუსეთში გამოკითხულთა 55% წლის პოლიტიკოსად პრემიერ ვლადიმერ პუტინს თვლის, მეორე ადგილს კი რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი 37% იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკია.