იტალიაში სტუდენტების აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.
სიციალიაში, პალერმოში, სტუდენტების აქციაზე დემონსტრანტებმა ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს და პოლიციისკენ გაემართნენ, რაც არეულობაში გადაიზარდა.
აქციის დასაშლელად იტალიელმა სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შეტაკების დროს ორი მომიტინგე დაშავდა.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტების აქციები იტალიის ყველა დიდი ქალაქში გაიმართა.
აქციის მონაწილეები განათლების რეფორმის წინააღმდეგ გამოდიან, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტების სახელმწიფო დაფინანსება მცირდება.