ჩვენ გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, ავაშენოთ უფრო ძლიერი ევროპა , - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა წერს.
ლიეტუვის პრეზიდენტი ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმიანება.
"მივესალმებით ევროკომისიის რეკომენდაციებს უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ რეკომენდაციების გადაქცევას დეკემბერში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებად. ჩვენ გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, ავაშენოთ უფრო ძლიერი ევროპა", - წერს ნაუსედა.