ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა რუსეთთან სტრატეგიული იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტი 71 ხმით 26-ის წინააღმდეგ იქნა მიღებული.
როგორც ცნობილია, დოკუმენტი სენატში მაისში შევიდა, თუმცა მისი რატიფიცირება "რესპუბლიკელი" სენატორების მხრიდან გამოთქმული შენიშნვნების გამო გაჭიანურდა.
ხელშეკრულებას, რომელსაც ხელს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მდვედევი აწერენ, 10 წელზეა გათვლილი და ბირთვული იარაღის ორჯერ შემცირებას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების რატიფიცირება რუსეთის დუმას ჯერ არ მოუხდენია.