ნიკა მელია თუ პრივილეგიად მიიჩნევს იმ ლანძღვა-გინებასა და მუშტი-კრივს, რომელსაც პარლამენტში ვიტანთ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად, ძალიან უცნაური წარმოდგენები ჰქონია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებას, რომელშიც მან თქვა: „მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ ეს ყველაფერი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს“.
როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, სტატუსამდე ერთი კვირა არ არის დარჩენილი და რუსული ოცნება პროპაგანდირებს, თითქოსდა დასავლური ოპოზიცია რადიკალური ოპოზიციაა, მათთვის დამატებითი საბაბის მიცემა ამ ნარატივის გახმოვანებისთვის, უკიდურესად არაგონივრულია.
„ვისურვებდი, რომ ამ ისტორიულ მომენტში მეტი გონიერება გვქონდეს თუნდაც ერთმანეთის კრიტიკისას. ხატია დეკანოიძეს ცოტა ხნის წინ ამ ფრაქციის თავმჯდომარე იყო და მისგან ძალიან უცნაურია ბრალდებების გახმოვანება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.