რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს " WikiLeaks" მიერ გამოქვეყნებული მასალების შეფასებები "ფეხებზე ჰკიდია". ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
"ჩვენ საერთოდ ფეხებზე გვკიდია, რას იძახიან დიპლომატიურ წრეებში და რა შეფასებას აძლევენ სოციალურ პროცესებს ჩვენს ქვეყანაში. ეს მხოლოდ მოსაზრებებია. უფრო მნიშვნელოვანია, რაც ხდება სინამდვილეში", - აღნიშნა მედვედევმა ინდოეთის, მუმბაის პოლიტექნიკურ ინსტიტუტის სტუდენტებთან შეხვედრის დროს " WikiLeaks"-ს მიერ გამოქვეყნებული მასალების შეფასებისას.
გარდა ამისა, მედვედევმა აღნიშნა, რომ "არ დავმალავ, როდესაც ადამიანები ურთიერთობენ, ისისნი ხშირად ხმარობენ ძალიან ხისტ გამონათქვამებს".
"ამას ჩვენც ვიყენებთ. ამიტომ, თუ ასეთი გაჟონვა მოხდება ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროდან ან სპეცსამსახურებიდან, ბევრი ჩვენი პარტნიორი, მათ შორის ამერიკელები მიიღებენ ემოციებს, მათ მიმართ გამოთქმული თბილის სიტყვების გამო", - აცხადებს მედვედევი.
რუსეთის პრეზიდენტის შეფასებით, საიტის მოქმედება როგორც მინუსებს, ასევე პლუსებს შეიცვას.