ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გაათავისუფლეს ისრაელელი ჯარისკაცი, რომელიც ღაზას სექტორში იყო დატყვევებული.
ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, მისი გათავისუფლება „ჰამასის“ კონტროლირებად ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციის შედეგად მოხერხდა.
”გუშინ, საღამოს სამხედრო მოსამსახურე ორი მეგიდიში, რომელიც „ჰამასის“ მებრძოლებმა 7 ოქტომბერს გაიტაცეს, გავათავისუფლეთ სახმელეთო ოპერაციის შედეგად,” - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში, რომელიც X (Twitter)-ზე გამოქვეყნდა.
სამხედროების ცნობით, მეგიდიშს ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევა, ის თავს კარგად გრძნობს და ამჟამად ოჯახთან ერთად იმყოფება. ისრაელელმა სამხედროებმა ჯარისკაცის ფოტოც გამოაქვეყნეს.