„ჰამასმა“ ვიდეო გამოაქვეყნა, როემლშიც ისრაელიდან გატაცებული სამი მძევალი ჩანს. ვიდეოში მძევლები ნეთანიაჰუს მოუწოდებენ, ტყვეთა გაცვლისკენ და აკრიტიკებენ, რომ ვერ მოახერხა 7 ოქტომბრის თავდასხმის თავიდან არიდება.
"ჩვენ პასუხს ვაგებთ თქვენი პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და სამხედრო ჩავარდნის შედეგად. იქ არ იყვნენ სამხედროები, არავინ მოსულა. არავინ დაგვიცვა.
ჩვენ ვართ უდანაშაულო მოქალაქეები, რომლებიც ისრაელს გადასახადებს ჩვენი მოკვლა გსურთ? არ არის საკმარისი რომ თქვენ ყველა მოკალით? არ არის საკმარისი მოკლული ისრაელის მოქალაქეების რაოდენობა?
გაგვათავისუფლეთ ახლავე. გაათავისუფლეთ მათი მოქალაქეები, მათი პატიმრები, გაგვათავისუფლეთ ყველა. მოგვეცით საშუალება დავბრუნდეთ სახლში". - ამბობს ერთ-ერთი ტყვე ქალი.