„ჰამასის“ მებრძოლების მიერ გატაცებული გერმანელი სტუდენტის, შანი ლუკის დედამ მედიას განუცხადა, რომ გოგონა გარდაცვლილია.
გოგონას დედამ ტელეარხებს RTL-სა და NTV-ს უთხრა, რომ ქალიშვილის დაღუპვის შესახებ ცნობა 29 ოქტომბერს ისრაელელი სამხედროებისგან მიიღო.
შანი ლუკის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
22 წლის შანი ლუკი ისრაელისა და გერმანიის მოქალაქე იყო. „ჰამასის“ მებრძოლებმა ის 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთით მუსიკალურ ფესტივალზე თავდასხმისას გაიტაცეს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა გოგონას ვიდეო, რომელიც „პიკაპის“ ტიპის ავტომობილის ძარაზე უგონო მდგომარეობაში ნახევრად შიშველი წევს. კადრებში ჩანს, რომ გოგონას ფეხები მოტეხილი აქვს. მის ირგვლივ „ჰამასის“ მებრძოლები არიან შეკრებილი და სკანდირებენ „ალაჰ აკბარ“.
მანამდე მედია ღაზაში მყოფ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ შანი ლუკი ღაზის ერთ-ერთ საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.