ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა კონტრადმირალ დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაციის გაფართოებასთან ერთად, სამხედროები აგრძელებენ მძევლების ძებნას.
„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მძევლები სახლში დავაბრუნოთ. ეს არის ჩვენი პირველი ამოცანა“, - განაცხადა მან.
ჰაგარიმ ასევე თქვა, რომ ჯარში სამხედრო მზვერავთა ახალი ჯგუფი მას შემდეგ გაიწვიეს, რაც ზოგიერთი მათგანი 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მებრძოლებმა თავდასხმისას მოკლეს ან გაიტაცეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო მზვერავები ძირითადად ქალები არიან და მოქმედებენ ქვეყნის საზღვრებთან, ასევე მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.
ისინი მიიჩნევიან "არმიის თვალებად", რადგან ჯარისკაცებს დაზვერვის მონაცემებს 24 საათის განმავლობაში გადასცემენ.