უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი, ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკო შინაპატიმრობაში აიყვანა.
რუსული მედიის ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, ტიმოშენკოს შინაპატიმრობაში ყოფნა მხოლოდ საკუთარ საცხოვრებელ სახლში შეუძლია და მას ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება ეკრძალება.
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე გამოიტანეს.
"მე მხოლოდ ჩემს სახლში შემიძლია ცხოვრება," - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ტიმოშენკომ გენერალურ პროკურატურაში გამართული დაკითხვის შემდეგ.
"გენერალურ პროკურატურაში ყოველდღიურად იმიტომ მიბარებენ, რომ არ მქონდეს საშუალება რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრის, ვერ შევძლო ურთიერთობა ხალხთან, რომ გავიგო რა მდგომარეობაში იმყოფებიან. ჩემთვის ეს ყველაფერი ნათელია. ისინი საკუთარ კონკურენტებს გენპროკურატურით იშორებენ", - აღნიშნა მან და აქვე დასძინა, რომ იმ ბრალდებებთან, რომელსაც მას უყენებენ "საერთო არაფერი არ აქვს".