სტამბოლში, მიტინგზე რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატები გაიწვია.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა განაცხადა, რომ თურქეთიდან ისრაელელი დიპლომატების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში პალესტინელების მხარდამჭერ მრავალათასიან მიტინგზე სიტყვით გამოვიდა. მან განაცხადა, რომ ისრაელი 22 დღეა ომის დანაშაულებს სჩადის, დასავლეთი კი ამაზე თვალს ხუჭავს. მან ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს ტერორისტი უწოდა. ისრაელი ოკუპაციაში, დასავლეთი კი პალესტინელების მასობრივ მკველობებში დაადანაშაულა./
„თურქეთის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, იქ მყოფი დიპლომატები დაბრუნდნენ ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გადაფასების მიზნით“, - დაწერა კოენმა ტვიტერში.