გამოცემა New York Times-ი ესაუბრა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელს, რომელმაც დაადასტურა, რომ ზოგიერთი ჯარისკაცი შევიდა ღაზას სექტორში, მაგრამ უარი თქვა განემარტა, იყო თუ არა ეს სახმელეთო ოპერაციის დასაწყისი.
„ჩვენი ჯარები და ტანკები ღაზას სექტორში არიან. ისინი ისვრიან და მოქმედებენ“, - თქვა გენერალ-მაიორმა ნირ დინარმა და დასძინა, რომ „ჯარები და ტანკები ღაზაში გუშინაც იმყოფებოდნენ“. ის გულისხმობდა ბოლო ორი დღის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალების რეიდებს ღაზაში.
მანამდე BBC-ის ჟურნალისტებმა ჰკითხეს ისრაელის მთავრობის სპიკერს ეილონ ლევის, დაიწყო თუ არა ოპერაცია ღაზაში.
„ისრაელმა გააფართოვა სახმელეთო ოპერაცია ღაზას სექტორში, მაგრამ მე არ ვაპირებ კომენტარს ოპერატიულ საკითხებზე“, - თქვა მან.