საფრანგეთი კოტ დივუარში მცხოვრებ ფრანგებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ბრიტანული ტელეარხი ბი-ბი-სი იუწყება.
საფრანგეთის მოწოდება კოტ დივუარში შექმნილმა რთულმა მდგომარეობამ გამოიწვია.
28 ნოემბერს კოტდივუარში ჩატარდა არჩევნები, რომლის გამარჯვებულადაც ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ალასანე უატარა დაასახელა, რომლის გამარჯვება საერთაშორიო სადამკვირვებლო ჯგუფმა და საერთაშორისო თანამეგობრობამაც დაადასტურა. თუმცა, მაშინდელმა პრეზიდენტმა ლორენ გბაგომ აღნიშნული გამარჯვება არ სცნო და ის თავს პრეზიდენტად ამჟამადაც ასახელებს.
აფრიკულ ქვეყანაში პრეზიდენტის პოსტი არაა გადაწყვეტილი ვინ მოიპოვა, რამაც შესაძლოა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს. არჩევნების შემდეგ კოტდივუარში არეულობები ხშირად ხდება.
აღნიშნულ ქვეყანაში საფრანგეთის 15 000 საფრანგეთის მოქალაქე ცხოვრობს და უსაფრთხოების მიზნით მათ საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა.