გამომცემლობა "კომერსანტ ვლასტის" მიერ გამოქვეყნებულ "პოდხალიმების რეიტინგში" ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ლიდერობს.
აღსანიშნვია, რომ კადიროვმა რეიტინგის ლიდერობა რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის "პათხალიმით" მოიპოვა.
"ჩემი კუმირი პუტინია. ის ჩეჩენიც და რუსიც არის. და მან მოგვცა მთელი ეს მიწა", - აცხადებდა კადიროვი.
მეორე ადგილი "პოდხალიმის რეიტინგში" ლიპენცკის მხარის გუბერნატორმა ოლეგ კოროლევმა დაიკავა, რომელმაც მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის და პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის "ჭკვიანური პოლიტიკის" დამსახურებით "რუსეთი ვალდებულია წარმატებას მიაღწიოს".
მესამე ადგილზე კი გავიდა "როსმოლოდიოჟის" ხელმძღვანელი ვასილი იაკემენკო, რომელმაც განაცხადა - "ადამიანი, რომელიც წამს უფრო მეტს ვიდრე ვიდრე უნდა, ქურდავს ქვეყანას და პუტინს. პუტინს შეუძლია ყველაფერი მაგრამ სხვის მაგივრად წონაში დაკლება არა".
მეოთხე ადგილზე გავიდა დუმის საზოგადოებრივი და რელიგიური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სერგეი მარკინი ფრაზებით - "პუტინი და მედვედევი ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი ღირებულების არიან".
მეხუთე ადგილი დაიკავა სოჭის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანატოლი პახომოვმა.