ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში გაერთიანება შესაძლოა გადაიდოს.
აღნიშნულს ოფიციალური ბერლინი და პარიზი ითხოვენ. შესაბამისი მოთხოვნა გერმანიისა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა უკვე მოამზადეს. ორი ქვეყნის მთავარი ძალოვანი უწყებები მიზეზად ბულგარეთისა და რუმინეთის შესაბამის სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და კორუფციულ ფაქტებს ასახელებენ.
დოკუმენტს უკვე მოჰყვა გამოხმაურება სოფიასა და ბუქარესტში. იქ ბერლინისა და პარიზის პოზიციას ბულგარეთისა და რუმინეთის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ.
შეგახსენებთ, რომ ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირში 2007 წელს გაერთიანდნენ, თუმცა ამ დრომდე შენგენის ზონაში არ ირიცხებიან, შესაბამისად მათ მოქალაქეებზე უვიზო რეჟიმი არ ვრცელდება.