იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი, რომლის სიმძლავრემაც 7,4 ბალი შეადგინა ოგასავარის კუნძულებთან იყო.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამ ეტაპზე სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ხელისუფლება მიწისძვრის შედეგად ცუნამის საფრთხეს არ გამორიცხავს, რის თაობაზეც მოსახლეობა უკვე გაფრთხილებულია.