პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის მკვლელობით რუსეთს ევროკავშირში თავისუფალი მოქმედების საშუალება მიეცა.
ამის შესახებ ნათქვამია ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის სიძის, მარცინ დუბენეცკი ინტერვიუში, რომლის ნაწილიც სააგენტო "რეგნუმმა" გამოაქვეყნა.
იგი არ გამორიცხავს, რომ კაჩინსკი მოკლულია და პილოტის შეცდომა ყველაზე უკანასკნელ ვერსიად შეიძლება განიხილოს.
"კაჩინსკის მკვლელობა რუსეთს ევროკავშირში თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევდა, რადგანაც ის ერთადერთი იყო, ვისაც შეეძლო რუსეთის წინააღმდეგ წასვლა", - აღნიშნავს მარცინ დუბენეცკიმ.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ სწორედ პოლონეთის გვერდის ავლით შესძლო რუსეთმა გერმანიასთან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკების წარმოება.
აღსანიშნავია, რომ ლეხ კაჩინსკის ახლობლების პრეზიდენტის მკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავენ და აღნიშნავენ, რომ მათ მოსაზრებას ისიც ამძაფრებს, რომ რუსეთმა გამოძიების დაწყებამდე გამორიცხა მკვლელობის ვერსია და ყველაფერი პილოტის მიერ დაშვებულ შეცდომებს გადააბრალა.