ოფიციალური კიევი იმედოვნებს, რომ სამამულო ომში უკრაინის მონაწილეობის თაობაზე რუსეთის პრემიერ მინისტრ ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებაა და ის რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკას არ წარმოადგენს.
როგორც პუტინის განცხადებაზე კომენტირებისას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ვოლოშინმა განაცხადა, კიევი ამ საკითხზე პუტინთან დისკუსიაში შესვლას და მასზე სახელმწიფო სახელით რეაგირებას არ აპირებს.
"არ არარსებობს არანაირი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ბატონი პუტინის სიტყვები რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის გამოხატულებაა. არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ არის ეჭვქვეშ დაყენებული ის წვლილი, რაც უკრაინელ ხალხს აქვს შეტანილი სამამულო ომის მოგებაში. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ზედმეტი იქნება სახელმწიფოს სახელით მასზე რეაგირება მოვახდინოთ", - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ფაშისტური გერმანიის დამარცხებას საბჭოთა რესპუბლიკების, მათ შორის უკრაინის გარეშე, მარტოც შეძლებდა.