ისრაელის გამოცემა Times of Israel-ის ჟურნალისტმა გამოაქვეყნა ვიდეო სათვალთვალო კამერიდან, რომელიც, მისი თქმით, უნდა ადასტურებდეს ისრაელის არმიის განცხადებას, რომ ალ აჰლის ჰოსპიტალს ღაზადან გაშვებული რაკეტა მოხვდა.
როგორც იუწყებიან, ვიდეოში, რომელიც გადაღებულია ღაზას სექტორის ჩრდილოეთ საზღვრის მახლობლად, ქალაქ ნეთივ ჰაასარიდან ჩანს რაკეტების ზალპი მარჯვენა მხრიდან (ანუ ღაზას ნაწილიდან, რომელიც უფრო ახლოს არის ზღვასთან) მარცხნივ, ისრაელის სამხრეთ რეგიონებისკენ.
რამდენიმე წამში, მას შემდეგ, რაც რაკეტების ცეცხლოვანი კუდები ცაში უჩინარდებიდან, ქვემოთ, დაახლოებით რაკეტების ტრაექტორიის ქვეშ ძლიერი აფეთქება ისმის.
ისრაელის არმიამ საავადმყოფოში აფეთქებისა და რამდენიმე ასეული ადამიანის დაღუპვის შემდეგ განაცხადა:
„ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერატიული სისტემების ანალიზმა აჩვენა, რომ ტერორისტებმა ღაზას სექტორში რაკეტები ისროლეს, რაკეტები დაფრინავდნენ ღაზას სექტორში ალ აჰლის ჰოსპიტალთან ახლოს იმ მომენტში, როდესაც საავადმყოფოზე დარტყმა მოხდა. „დაზვერვის მონაცემების წყაროებიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს, მიუთითებს, რომ „ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია რაკეტის წარუმატებელ გაშვებაზე, რომელიც ღაზას სექტორში მდებარე ჰოსპიტალში ჩავარდა“.
"ისლამურმა ჯიჰადმა“ უარყო ბრალდებები ჰამასი კი ალ აჰლის საავადმყოფოზე თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საავადმყოფოზე თავდასხმას სულ მცირე 500 ადამიანი ემსხვერპლა. ნანგრევების ქვეშ კიდევ უამრავი ადამიანია მოყოლილი.