ჩილეში, ანტოფაგასტას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები აჯანყდნენ.
ამბოხებულებმა სანმიგელის ციხეში ორი კვირის წინ დაღუპულ 81 პატიმარს სოლიდარობა გამოუცხადეს. ისინი ციხის სახურავზე ავიდნენ და შენობას ცეცხლი წაუკიდეს.
ამბოხების ჩახშობა ჩილეს პოლიციამ დროულად მოახერხა. მასობრივი არეულობის შედეგად 36 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ციხის ზედამხედველია.