დღეს ამერიკის სენატი, ექვსდღიანი განხილვის შემდეგ, სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირებას მოახდენს.
სენატის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის ჯონ კერის ინფორმაციით, დოკუმენტის რატიფიცირება დღის პირველ ნახევარში იგეგმება.
მისი ინფორმაციით, რატიფიცირებამდე სენატი კიდევ ორ ცვლილებას განიხილავს, ერთი ეხება აშშ-ის ბირთვული კომპლექსის მოდერნიზაციას და მეორე - რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას.
"ეს არის ბოლო დაბრკოლება დოკუმენტის მიღებამდე", - აღნიშნა კერიმ და აქვე დასძინა, რომ მისთვის გასაგებია სენატის შეშფოთება, რომ დოკუმენტზე მუშაობა წინა საახალწლოდ უწევთ.
"ვიცი, რომ ბევრს აინტერესებს, როდის დასრულდება რატიფიცირების პროცესი, რათა შეიძინონ ბილეთები და ოჯახთან ერთად დაგემონ ახალი წელი. ამიტომ მინდა გითხრათ, ხმის მიცემის პროცედურამდე მხოლოდ წუთები და საათებია დარჩენილი", - აღნიშნა მან.