„ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზას სექტირში 200-ზე მეტი ისრაელელი ტყვეა.
„ჰამასის“ სამხედრო ფრთის წარმომადგენლის აბუ ობეიდას თქმით, მებძროლებს დახლოებით 200 ისრაელელი ტყვე ჰყავთ, მისივე თქმით, ათეულობით ადამიანი კიდევ სხვა დაჯგუფებების ხელშია.
მან ასევე განაცხადა, რომ ტყვეებს ღირსეულად ეპყრობიან. აბუ ობეიდამ ასევე თქვა, რომ ღაზას სექტორში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 22 ტყვე დაიღუპა.
რაც შეეხება ღაზას სექტორში მცხოვრებ ხალხს, ობაიდა ამბობს, რომ ისინი არ დატოვებენ ტერიტორიას, რადგან მათი გადაადგილება ზიანს აყენებს ეგვიპტის ეროვნულ უსაფრთხოებას.
ორშაბათს დილით, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ ისრაელელი სამხედროები დაუკავშირდნენ ღაზაში მძევლად მყოფი 199 ადამიანის ოჯახს, მას დეტალებზე არ უსაუბრია.