პორტუგალიას ძლიერმა შტორმა გადაუარა.
სტიქია თავს კუნძულ მადეირას დაატყდა. ქარიშხალმა ასობით საცხოვრებელი სახლი დააზიანა და ხეები მოთხარა.
ძლიერ ქარიშხალს თან წვიმა და მეწყერიც, შედეგად რამდენიმე დასახლებული რაიონი დაიტბორა.
დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ცნობილია მხოლოდ ის, რომ სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკებს 40-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.