ხანგრძლივმა სეზონურმა წვიმამ დასავლეთ ამერიკაში მდინარეების ადიდება გამოიწვია. დაიტბორა ათამდე ქალაქი და დასახლებული რაიონი.
ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
წინასწარი ინფორმაციით, წყალდიდობამ ყველაზე დიდი ზარალი სანდიეგოს მიაყენა, სადაც წყლის სიმაღლე ნახევარ მეტრს აღწევს. იქ ათობით ათასი სახლი და სასიცოცლო მნიშვნელობის ობიქტი წყალშია მოქცეული.