ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდა" ამერიკის შეერთებული შტატების ბარებსა და სასტუმროებში მოწამლული საკვების შეტანის საკითხს განიხილავს.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "სი-ენ-ენი" ქვეყნის უშიშროებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაპირველად "ალ-ქაიდას" გეგმების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ციანიდით მოწამლული საკვების რესტორნებში შეტანს ეხებოდა, ტელეკომპანია ჩBშ-მ სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე იყო.
როგორც "სი-ენ-ენი" იუწყება, საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ ბოევიკებმა შესაძლოა მოქმედების ტაქტიკა შეცვალონ და არა გემები.
ამასთან, ამერიკის ხელისუფლება დიდი რესტორნების და სასტუმროების მფლობელებს მოუწოდებს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ, რომ ტერორისტების მიერ მოწამლული საკვების შეტანა არ მოხდეს.