„ბავშვი ცოლი არ არის“ - პარლამენტის წინ ამ გზავნილით მდუმარე აქცია გაიმართა.
აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც რამდენიმე დღის წინ, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 27 წლის კაცმა მოკლა.
გოგონა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 6 ოქტომბერს მოკლეს. მკვლელობაში მისი გამტაცებელი, ე.წ. ქმარი ასიმ ასლანოვია ბრალდებული. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
დაკავებულები არიან მოკლული გოგონას დედა და ბიძა. ასევე ბრალდებული ბიძა და ბიძაშვილი.
ფოტო: რადიო თავისუფლება