ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა, რომ ისრაელის ქმედებები თავდაცვის ფარგლებს გასცდა და მან უნდა შეწყვიტოს „ღაზის მოსახლეობის კოლექტიური დასჯა“.
ამის შესახებ ვან იმ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პრინც ფეისალ ბინ ფარჰან ალ-საუდთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
„ისრაელის ქმედებები თავდაცვის ფაგრლებს გასცდა. მან სერიოზულად უნდა მოუსმინოს საერთაშორისო საზოგადოებისა და გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდებებს და შეწყვიტოს ღაზის მოსახლეობის კოლექტიური დასჯა“, - აღნიშნა ვან იმ.
მისივე თქმით, ორივე მხარემ თავიდან უნდა აიცილოს ქმედება, რომელიც ვითარების ესკალაციას გამოიწვევს და რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს მოლაპარაკებათა მაგიდას.
ვან იმ ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი ინტენსიურ კონტაქტშია პალესტინასთან, ისრაელთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს და უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სწრაფად გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფნები ღაზაში.