საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში კვიპროსის ნაკრებს უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.
ოთხივე გოლი შეხვედრის მეორე ტაიმში გავიდა.
გოლები გაიტანეს ოთარ კიტეიშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ლევან შენგელიამ და გიორგი მიქაუტაძემ.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს თბილისში შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.