თბილისში, რუსთაველის გამზირზე ისრაელის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციაში საქართველოს და ისრაელის მოქალაქეები მონაწილეობენ.
მოქლაქეები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით, დროშებით ხელში, პარლამენტისკენ გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები ისრაელს მშვიდობას უსურვებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ ომი მალე დასრულდება.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“ ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა დაიწყო.
ბოლო ცნობებით, ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.