ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორში მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისათვის მზადებას ასრულებენ. ამის შესახებ The Times of Israel იუწყება.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაცით, მზადდება რამდენიმე შეტევითი გეგმის განხორციელება, მათ შორის კოორდინირებული მოქმედებები ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან.
„ბატალიონები და ჯარებიკაცები განლაგებული არიან მთელი ქვეყნის მასშტაბით და მზად არიან გააძლიერონ მზადყოფნა ომის შემდგომი ფაზებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელი, სავარაუდოდ, მალე დაიწყებს სახმელეთო ოპერაციას ღაზას სექტორში, მაგრამ მისი მასშტაბები და სავარაუდო დაწყების დრო უცნობია.
ცოტა ხნის წინ ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე ჰაერიდან მასშტაბური დარტყმები განახორციელეს.
მანამდე ისრაელმა პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდაღაზას სექტორის ჩრდილოეთი დაეტოვონ და სამხრეტისკენ გადაადგილდნენ.