დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა, შპიონაჟის ბრალდებით, ქვეყნიდან ერთმანეთის დიპლომატები გააძევეს.
ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა განაცხადა.
დიპლომატების ვინაობა არ ზუსტდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ოფიციალურმა ლონდონმა ბრიტანეთიდან რუსეთის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომლის გაწვევა მოსკოვს 10 დეკემბერს მოსთხოვა. მიზეზი ჯაშუშური საქმიანობების აშკარა მტკიცებულებებია, რომელთაც ბრიტანელმა სამართალდამცველებმა მიაკვლიეს.
ჰეიგის განმარტებით, რამდენიმე დღეში მსგავსი მოთხოვა ბრიტანეთს უკვე რუსეთის ხელისუფლებამ წაუყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე დიპლომატი უკვე სამშობლოშია.