„ჰამასი“ ადასტურებს ღაზას სექტორზე ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად ორი მაღალჩინოსნის დაღუპვას.
მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ღაზას სექტორზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად მოკლულია „ჰამასის“ ორი მაღალჩინოსანი.
„ჰამასმა“ დაადასტურა დაჯგუფების პოლიტნიუროს წევრები ზაქარი აბუ მუამარისა და ჯავად აბუ შამალის სიკვდილი.
ისრაელის მედია წერდა, შამალი რომ ეკონომიკის მინისტრია. სამხედროების თქმით, ის ტერორისტული დაჯგუფების ფინანსებს განაგებდა.
მუამარი მეთაურობდა „ჰამასის“ საერთაშორისო კავშირებს, ისრაელელი სამხედროების ინფორმაციით, ის მონაწილეობდა მრავალი ტერორისტული აქტის დაგემვაში.