I24-ის ინფორმაციით, ისრაელელმა სამხედროებმა ჟურნალისტები ღაზის სექტორის მიმდებარე დასახლება კფარ აზაში შეიყვანეს, სადაც „ჰამასის“მებძროლებმა ადგილობრივები დახოცეს.
„ჰამასის“ მიერ ხოცვა-ჟლეტის ადგილზე სამხედროებმა 200 ცხედარს შორის, სულ მცირე, 40 მოკლული ჩვილი და ბავშვი იპოვეს. როგორც ტელეკომპანია იუწყება, ზოგიერთს თავი აქვს მოკვეთილი.
გენერალ-მაიორ ითაი ვერუვის თქმით, ეს ტერორისტული აქტია.
"ეს არ არის ომი, ეს არ არის ბრძოლის ველი. თქვენ ხედავთ ჩვილებს, დედებს, მამებს, საძინებელ ოთახებში, უსაფრთხო ოთახებში და როგორ დახოცეს ისინი ტერორისტებმა, ეს ხოცვა-ჟლეტაა ეს ტერორისტული აქტია", - თქვა გენერალმა ადგილზე მყოფ ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში .
ღაზას სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს, გამთენიისას განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.
ბოლო მონაცემებით, ისრაელში მსხვერპლთა რაოდენობამ 1 008-ს მიაღწია.