ღაზას სექტორიდან და ლიბანიდან დასავლეთ გალილეასა და ქალაქ აშკელონზე საჰაერო თავდასხმა ხორციელდება. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანიდან სარაკეტო თავდასხმას საარტილერიო ცეცხლით პასუხობენ.
აშკელონის მცხოვრებლები იღებენ სატელეფონო შეტყობინებებს, თხოვნით, არ დატოვონ თავშესაფრები. ქალაქში ამ დრომდე ისმის საჰაერო განგაშისა და აფეთქებების ხმები.
თავდასხმის შედეგად მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.