პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, ისრაელზე თავდასხმა არასდროს მოხდებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ეს არასდროს მოხდებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ისრაელზე თავდასხმა არასდროს მოხდებოდა, ისევე, როგორც უკრაინაზე, გამორიცხულია. რაც გუშინ მოხდა წარმოუდგენელი იყო. ვგულისხმობ, ამდენი ადამიანის დაღუპვას. რიცხვი გაცილებით დიდი იყო, ვიდრე დღეს დილით თქვეს. ეს ძალიან დიდი რიცხვია, ძალიან. მცირეწლოვანი ბავშვები უბრალოდ დახოცეს. საშინელებაა, რაც ხდება“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ისრაელზე თავდასხმაში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაადანაშაულა.