ჩვენ შევცვლით ახლო აღმოსავლეთს, - ამის შესახებ განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხრეთ ისრაელის დასახლებების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთნ შეხვედრაზე. იუწყება The Times of Israel
„ვიცი, რომ რთული, საშინელი წუთები გადაიტანეთ. ის, რასაც გამოცდის „ჰამასი“ იქნება მძიმე და საშინელი. ჩვენ ჯერ მხოლოდ ახლა ვიწყებთ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.
მისივე თქმით, ბრძოლა იქნება ხანგრძლივი.
„გადავაბრუნებთ ყველა ქვას, რათა დაგეხმაროთ. მოგიწოდებთ შეინარჩუნოთ სიმტკიცე, რადგან ჩვენ შევცვლით ახლო აღმოსავლეთს“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.