ისრაელი ღაზას სექტორის წინააღმდეგ ავიადარტყმებს აგრძელებს, რათა მთლიანად გაანადგუროს „ჰამასის“ ობიექტები. ამის შესახებ Times of Israel თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით იუწყება.
ბოლო საათების განმავლობაში ისრაელის ძალებმა გაანადგურეს რამდენიმე სამეთაურო პუნქტი, შენობა, სადაც „ჰამასის“ მებრძოლები ცხოვრობდნენ, „ჰამასის“ სამხედრო-საზღვაო ძალების სამეთაურო პუნქტი, მეჩეთში განთავსებული ობიექტი, რომელსაც „ჰამასი“ იყენებდა და კიდევ ერთი ობიექტი, რომელსაც მებრძოლები დაზვერვისთვის იყენებდნენ.
ღაზას სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს, გამთენიისას განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ბოლო მონაცემებით. ისრაელის ტერიტორიაზე დაღუპულთა რაოდენობა 700-ს აჭარბებს.