ოფიციალური მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელში მსხვერპლთა რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა. ინფორმაციას The Times of Israel ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაზუსტებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ათობით ჯარისკაცი და პოლიციელია.
ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ადასტურებს, რომ დაშავებულთა რაოდენობამ საავადმყოფოებში 2 048-ს მიაღწია, მათ შორის ოცი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია, 330 მძიმედ არის დაჭრილი.
ისრაელელი სამხედროები ამ დრომდე აგრძელებენ ბრძოლას ღაზას სექტორის მოსაზღვრე დასახლებულ პუნქტებში. ზოგირეთ დასახლებაში ისრაელმა კონტროლი უკევ აღადგინა.