ისრაელში, ღაზის სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ხუთი და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმა გამთენიისას განხორციელდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება„ჰამასმა“ აიღო.
სარაკეტო იერიშამდე ისრაელის ტერიტორიაზე პალესტინელი მებრძოლების მცირე ჯგუფიც შევიდა.
„ჰამასი“ აუდიოგანცხადებაში აღნიშნავს, რომ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას შტორმი“. მათივე თქმით, პალესტინელი მებრძოლების სამიზნე აეროპორტები და სამხედრო ობიექტებია. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისრაელის წინააღმდეგ 5 ათასი რაკეტა გაუშვეს. "ჰამასის' სამხედრო მეთაურმა მოჰამად დეიფმა პალესტინელებს ბრძოლისაკენ მოუწოდა, მისივე განცხადებით, სარაკეტო იერიშები გაგრძელდება.
ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში დაიხურა რამდენიმე აეროპორტი.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.
ამასთან, BBC-ის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს და სამხედროების მობილიზაციას ახდენენ.