მიუღებელია ფორმულა, რომელსაც პრეზიდენტი სთავაზობს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სტატუსი ეკუთვნის საზოგადოებას და არაფერი ეკუთვნის მთავრობას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ყველამ იცის, არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი ირღვევა. პრეზიდენტი მთავრობასთან შეუთანხმებლად მოგზაურობს და გარკვეულ აქტივობას ეწევა, რომელსაც ახლა არ უნდა ეწეოდეს. ყველა წესი დარღვეულია. ფორმულა, რომელსაც ჩვენს საზოგადოებას, საერთაშორისო თანამეგობრობას სთავაზობს, აბსოლუტურად მიუღებელი, გაუგებარია და მიმართულია იმისაკენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. მიუღებელია ფორმულა, რომ სტატუსი ეკუთვნის საზოგადოებას, ხოლო საზოგადოების უმრავლესობის მიერ არჩეულ მთავრობას არაფერი ეკუთვნის. ეს გაუგონარი ფორმულაა, რომელიც ჩვენ ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.