საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ირაკლი ქავთარაძის შეფასებით, "დიდების მემორიალის" ანალოგის შექმნით ოფიციალური მოსკოვი რუსეთის ჰუმანურ სახელმწიფოდ წარმოჩენას ცდილობს.
"ამ ნაბიჯით რუსეთი ცდილობს შექმნას გარკვეული ილუზია, თითქოს ის არის ჰუმანური სახელმწიფო, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობას კარგად ახსოვს რა ვანდალიზმი ჩაიდინა მას ორი წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის მისი შავი ლაქა და ბუნებრივია, რომ ეს შავი ლაქა მას ექნება იქამდე, ვიდრე ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს", - განუცხადა ქავთარაძემ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოსკოვში, "პოკლონნაია გორაზე" ქუთაისში დემონტირებული "დიდების მემორიალის" ანალოგი იხსნება. მას ქართული პოლიტიკური წრიდან ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი დაესწრებიან.