ბელორუსიში ჩატარებული არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს ამერიკის შეერთებული შტატები. ვაშინგტონმა ბელორუსიში საპრეზიდენტო კანდიდატების ცემისა და დაკავების ფაქტზე შეშფოთება გამოთქვა და ბელორუსის ხელისუფლებას დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა. განცხადება ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ კროულიმ გააკეთა.
არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს თეთრი სახლიც. პრესმდივნის რობერტ გიბსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი გმობს ბელორუსის ხელისუფოლების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებას.
"ვწუხვართ, რომ პოლიტიკური გარემოს შეძღუდულმა პროცესმა არ მიიყვანა არჩევნები თავისუფალ და სამართლიან შედეგამდე და ხმების დათვლის გამჭვირვალე პროცესამდე", _ ნათქვამი განცხადებაში.
ბელორუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად აღიარა ეუთომაც. მისიის ხელმძღვანელის ტონი ლოიდის განცხადებით, ბელორუსის ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა არაადეკვატურია და ვერ უზრუნველყოფს გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას ეუთოს ვალდებულებების ფონზე.
"დიდი იმედი მქონდა იმისა, რომ შევძლებდით და ბელორუსში ჩატარებულ არჩევნებს დადებით შეფასებას მივცემდით. მაგრამ სამწუხაროდ ეს შეუძლებელია", _ განაცხადა ეუთოს წარმომადგენელმა ჰაინრიხ არენსმა.