"შეუძლებელია კარაოკეთი სიმღერების შემსრულებელი და ვეფხვების გადამრჩენელი არ შეგიყვარდეს. უბედურება მხოლოდ ერთშია - ეს ადამიანი კორუმპირებულ სუპერსახელმწიფოს აკონტროლებს", _ წერს ბრიტანული " The Guardian და ვლადიმერ პუტინის კრემლში პრეზიდენტად შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობს.
მათი სტატიის მიხედვით, "ვლადიმერ პუტინის ირგვლივ პიროვნების კულტი ყოველთვის არსებობდა. მაგრამ მისი საქციელი უფრო ექსცენტრული მას შემდეგ გახდა, რაც ვადის ამოწურვამ მას, ორი წლის წინ, თავისი თანამდებობის დიმიტრი მედვედევისთვის გადაცემა აიძულა. მან თავისთვის თითქოს უფრო მოკრძალებული პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიტოვა", _ წერს სტატიის ავტორი დორიან ლინსკი.
მისი თქმით, სავარაუდოდ, 2009 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ორჯერ მეტმა მოქალაქემ მიიჩნია, რომ ქვეყნის მმართველობის სადავეები არა მედვედევს, არამედ პუტინს უჭირავს, გამოიწვია ის, რომ ამერიკელმა დიპლომატმა პრეზიდენტი რობინს, ხოლო პრემიერი ბეტმენს შეადარა.
"თუ გადამწყვეტ მომენტში ტრანკვილიზატორის იარაღი არ უმტყუნებს ან თუკი "Fats Domino"-ს ფანატები ბუნტს არ მოაწყობენ, პუტინი უცილობლად დაიბრუნებს 2012 წლისთვის პრეზიდენტის სავარძელს", - აკეთებს პროგნოზს ავტორი.
მისი თქმით "როდესაც ვუყურებ Bleuberry Hill-ის შესრულებას, ვხედავ კომიკურ ბოროტს, როგორც ბეტმენიდან, მაგრამ გარდა ამისა, ვხედავ ნამდვილ ბოროტს - თვითაღზევებულ და ავტორიტარულ მმართველს, რომელიც ყოველთვის აღწევს იმას, რაც სურს", _ წერს ავტორი.