„ტაბულასა“ და “ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით, ამბობს, რომ განსხვავებაა წინა სანქციებს და ამ სანქციებს შორის, ვინაიდან, ის იყო სავიზო სანქციები და ეს არის ხაზინის სანქციები, რაც კიდევ უფრო მძიმეა. ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილმა ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.
როგორც ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ფარცხალაძის დასანქცირება გზავნილია ოლიგარქ ივანიშვილის გარემოცვისთვის, რომ ისინიც დაუსჯელები არ დარჩებიან.
განსხვავება არის წინა სანქციებს და ამ სანქციებს შორის - ის იყო სავიზო სანქციები და ეს არის ხაზინის სანქციები, რაც კიდევ უფრო მძიმე სანქციაა, იმიტომ, რომ ხაზინაა და ფინანსურ სანქციებს ადებს. არ ვიცი დეტალები. ერთი დონით მაღლაა, ეს არ არის სავიზო სანქციები.
ეს არის ძალიან კარგი იმ თვალსაზრისით, რომ ანგარიშვალდებულება როცა არ არსებობს ქვეყანაში, კარგია, რომ სხვაგან ჩნდება ეს ვალდებულება, რომ ადამიანები პასუხს აგებენ.
ვანო მერაბიშვილის გაყვანის ეპიზოდში ეს ფიგურირებს და გაიპარა მაშინ ფარცხალაძე და ყურადღების მიღმა დარჩა, მაგრამ ვანო მერაბიშვილს პოლიტიკური მოტივი დადასტურებული აქვს სტრასბურგის სასამართლოს მიერ და ერთ-ერთი იშვიათი საქმეა, რომელიც მოგებულა სტრასბურგის სასამართლოში და იქ ფიგურირებს, ის არის ვანო მერაბიშვილის გამყვანი.
მნიშვნელოვანია, ივანიშვილის გარემოცვამ იცოდეს, რომ ისინი დაუსჯელები არ დარჩებიან. ამ ქვეყანაში როდესაც არის განუკითხაობა, არსებობს მექანიზმი, რომელიც პრორუსული, პუტინისტური რეჟიმის ინსტრუმენტები არიან, პასუხს სთხოვს. არ უნდა შეგვეშალოს ერთი რამ, რომ ეს ვერ გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელ საქმეს. მაწუხებს, რომ ზედმეტად ვართ დამოკიდებული იმაზე, რა მოხდება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ,“ - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.