რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომისიის ხელმძღვანელს დიკ მარტის შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ "ქართული დოსიეს" განხილვის საკითხს.
რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე რუსული მხრიდან დადასტურებული იქნა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებები და შედეგები.
"ასევე გამოითქვა სურვილი, რომ მონიტორინგის კომისიამ სიტუაციას მხოლოდ ქართული კუთხიდან არ შეხედოს არამედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აზრიც გაითვალისწინოს", _ იუწყება რუსეთის საგარეო უწყება.