პარტია "ედინაია როსიას" უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დუმის სპიკერი ბორის გრიზლოვი აცხადებს, რომ ვიდრე მოსკოვი ერთმნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს ბელორუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, კარგად უნდა იქნეს შესწავლილი რუს დამკვირვებელთა ანგარიშები.
"უკვე რამდენჯერმე დავუკავშირდი ბელორუსში მყოფი ჩვენი დამკვირვებლების დელეგაციის ხელმძღვანელს ვლადიმერ პეტიხინს და მის ანგარიშს ველოდები", _ განაცხადა გრიზლოვმა კითხვაზე პასუხის გაცემისას, აღიარებს თუ არა რუსეთი ბელორუსში ჩატარებული არჩევნების შედეგებს. გრიზლოვი ასევე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც იგი რუსი დამკვირვებლების ანგარიშს გაეცნობა, შეეძლება ამ სიტუაციის კომენტირება.
შეგახსენებთ, რომ დამკვირვებლებმა დსთ-ის ქვეყნებიდან უკვე გააკეთეს წინასწარი განცხადება იმის შესახებ, რომ ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების ანგარიში დადებითი იქნება. მეტიც, დსთ-ის დამკვირვებლების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა სერგეი ლებედევმა განაცხადა, რომ ბელორუსის სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებულ ქმედებებს კანონიერად მიიჩნევს.