უფლებების დამცავი საერთაშორისო ორგანიზაცია "Freedom House" აცხადებს, რომ მათ ამიერიდან ბელორუსში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების იმედი არ აქვთ.
"ბელორუსის ხელისუფლების მცდელობებმა ჩაახშონ ოპოზიციის ხმა არჩევნების შემდეგ, მათ შორის დარბევებით, დამოუკიდებელ მედიასაშუალებათა და სოციალურ ქსელთა ხელმისაწვდომობის ბლოკირება, ანადგურებს ნებისმიერ იმედს ბელორუსში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესახებ", _ ნათქვამია "Freedom House"-ის მიერ გავრცელებულ კომუნიკეში.
"ლუკაშენკო და მისი თანამზრახველები ძველ ხრიკებს იყენებენ", _ აცხადებს "Freedom House"-ის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი.
"ინტერნეტზე, სოციალურ ქსელებზე და მობილურ კავშირგაბმულობაზე მიტანილი იერიშები არის მცდელობა არჩევნებზე განხორციელებული თაღლითური ფაქტების დაფარვისა. ხელისუფლების ყაჩაღური ქმედება, რომელიც მან მომიტინგეების მიმართ განახორციელა დაუყოვნებლივ დაგმობას საჭიროებს. დემოკრატიული ძალები მთელს მსოფლიოში იმ ათასობით ადამიანს უნდა დაუდგნენ მხარში, რომლებიც ოქტომბრის მოედანზე გამოვიდა, იმისათვის რათა ლუკაშენკოს ქმედებები გაეპროტესტებინა, რომელიც თავის მხრივ მიუხედავად ყველაფრისა მაინც ხელისუფლებაში დარჩენას ცდილობს", _ აცხადებს კრამერი.
მასალის გამოყენების პირობები