მოსკოვში ბელორუსის საელჩოს წინ მილიციის გაძლიერებული ნაწილები მორიგეობენ. პრევენციული ზომები საელჩოს შენობასთან არასანქცირებული აქციის წარმოქნის შემთხვევისთვისაა გათვალისწინებული. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"მინსკში მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საელჩოს შენობის მიმდებარე ტერიტორიის გაძლიერებული დაცვისა", _ იუწყება რუსული მედია და აღნიშნავს, რომ ამ დროისათვის მოსკოვში ბელორუსის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე სიმშვიდეა და არავითარი არეულობა არ შეინიშნება.