ბელორუსის ოპოზიციამ, ბელორუსის ცესკოს ოფიციალურად არჩევნების შედეგების გაუქმება მოსთხოვა, ინფორმაციას ამის შესახებ თავად ცესკო ავრცელებს.
"ცესკოში შემოტანილია ნეკლიაევისა და სანნიკოვის (პრეზიდენტობის კანდიდატები) განცხადება, სადაც ისინი მოითხოვენ ვადამდელი ხმის მიცემის შედეგად მიღებული მონაცემების გაუქმებას", _ განაცხადა ბელორუსის ცესკოს თავმjდომარემ ერმოშინამ.
მანვე განმარტა, რომ ეს განცხადება შემაjამებელი ოქმის შედგენის დროს იქნება განხილული.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, არჩევნებში ბელორუსის ახლანდელი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ლიდერობს. მან ხმათა 97, 67 % მოაგროვა.
მასალის გამოყენების პირობები